მონაკო, რომელიც „სიმდიდრის საერთაშორისო ჰაბს“ წარმოადგენს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ამ პატარა სახელმწიფოში რუსეთის მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობის აქტივებია თავმოყრილი. სანქციები კი მათ გაყინვას ითვალისწინებს.
შესაბამისი განცხადება მონაკოს სამეფო სასახლემ უკვე გააკეთა.
ცნობისთვის, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება დღეს შვეიცარიამაც გადაწყვიტა. მანამდე კი ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, აშშ-მა და კანადამაც დაუწესა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სხვადასხვა სახის შემზღუდველი ზომები. სანქციების დაწესების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაა.