მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთს თუ დაბალი ხარისხის რძის პროდუქტებს მივაწვდით, გლეხობისთვის დიდი შეღავათი იქნება“

62345bd11a271
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 21:30
5504
„რუსეთს თუ დაბალი ხარისხის რძის პროდუქტებს მივაწვდით, გლეხობისთვის დიდი შეღავათი იქნება“ - ასე აფასებს ბიზნესმენი, „ყვარლის ბაგას“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი უკრაინასთან ომის პარალელურად ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაუშვების ფაქტს.

„საქმიან დილაში“ მერძეული მეურნეობების გამოწვევებზე საუბრისას, კითხვაზე - აქვთ თუ არა ქართულ რძის პროდუქტების მწარმოებლებს რესურსი ადგილობრივი ბაზრის გარდა რძის პროდუქტები რუსეთში გაიტანონ, ბიზნესმენმა პირდაპირ არ უპასუხა და თქვა, რომ მეზობელ ქვეყანაში მხოლოდ დაბალი ხარისხის პროდუქტი უნდა გავიდეს, რათა ამით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა მოსახლეობამ მიიღოს სარგებელი. მაღალი ხარისხის რძის პროდუქტები კი ევროპული ბაზრებისკენ უნდა იყოს მიმართული, სადაც მაღალი სტანდარტებია.

„მსოფლიოში რძის პროდუქტების მიწოდება ხარისხის მიხედვითაა დიფერენცირებული. ჩვენ თუ ევროპისკენ ვისწრაფვით იქ უმაღლესი ხარისხზე დაბალი ხარისხის რძის პროდუქტების მიწოდება იკრძალება, ჩვენ ყველა მიმართულებით ვისწრაფვით ევროპისკენ და რატომღაც გვავიწყდება ისეთი რძის პროდუქტების წარმოება, რომელიც ზღუდავს ნებისმიერი დაბალი ხარისხის რძის წარმოებას გადასამუშავებლად.

რუსეთის ბაზარს თუ სოფელში წარმოებული რძით ნაწარმოებ რძის პროდუქტებს - რძეს და ყველს მიაწვდიან, ეს ჩვენთვის კარგი იქნება. ეს ყველაზე დაბალი ხარისხის რძეა. თუ მოვახერხეთ და ეს პროდუქტები სადმე გავიტანეთ რუსეთი იქნება თუ სხვა ქვეყანა, ეს ჩვენი გლეხობისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გაადვილებისთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან რძის წარმოებაზე ხარჯი არ აქვთ, მწვანე ბალახს აჭმევენ და მთელი დღე გაშვებული ჰყავთ“, - განმარტა პაპაშვილმა.

ცნობისთვის: რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაშვების შემდეგ, ამ მიმართულებით ვაჭრობაზე უარი მსხვილმა ქართულმა მწარმოებლებმა „სანტემ“ და „სოფლის ნობათმა“ განაცხადეს, რომლებიც ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, „ყვარლის ბაგას“ მიერ წარმოებული ნედლი რძით მარაგდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები