მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთსა და კავკასიას შორის შუალედური ვაჭრობა სავარაუდოდ გაზრდილია - EBRD

63f47691e9d1d
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.23 11:51
699
EBRD-მა მისი წევრი ქვეყნებისა და მეზობელი რეგიონის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკის 2.1%-იანი ზრდაა პროგნოზირებული, ნაცვლად 3.0%-ისა. კავკასიის რეგიონში 2023 წელს ეკონომიკის 2.7%-იანი ზრდაა პროგნოზირებული, 2024 წლიდან კი მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 3.6%-მდე გაიზრდება.

გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია რეგიონის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ვაჭრობაზეც, ავტორები აღნიშნავენ, რომ გაზრდილია EU-ს ექსპორტი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი და ტაჯიკეთი, რაც შემდგომ ამ ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით შუალედურ ვაჭრობაზე შეიძლება მეტყველებდეს.

“კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ხელფასების მკვეთრი ზრდა თანდართული იყო ექსპორტ-იმპორტის ნაკადების ზრდით, ასევე კაპიტალისა და მაღალი უნარების მქონე რუსი მიგრანტების ნაკადით. ასევე ნედლეულზე გაზრდილი ფასით. ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან გაიზარდა ექსპორტი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში, რაც სავარაუდოდ, შუალედური ვაჭრობის ზრდაზე მეტყველებს, როდესაც საქონელი ჯერ ამ ქვეყნებში, შემდეგ კი რუსეთში იყიდება. იმის მიუხედავად, რომ ეს შუალედური ვაჭრობა არის რუსეთის მხრიდან დასავლეთთან ვაჭრობის შემცირების მცირე ნაწილი, ყირგიზეთისა და სომხეთისთვის ეს სავაჭრო ნაკადი მშპ-ის 4% და 6%-ის ტოლია. მზარდია ლოგისტიკური სექტორი, რომლის მეშვეობითაც ამ ვაჭრობის ფასილიტაცია ხდება, რამაც დამატებით შეუწყო ხელი რეგიონში კაპიტალის შემოდინებასა და დოლართან მიმართებით ამ ქვეყნების ვალუტების გამყარებას,”- ნათქვამია EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

EBRD-ი წელს საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები