მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ღვინის საიმპორტო გადასახადის ზრდის საკითხს განიხილავენ - რუსული მედია

649bf3ce44467
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.23 21:30
729
რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საბაჟო-სატარიფო რეგულირების კომისია ღვინის იმპორტისას საბაჟო გადასახადის გაზრდის საკითხს განიხილავს, რომელიც დღეისთვის 12.5%-ს შეადგენს. ამის შესახებ „როსიისკაია გაზეტას” ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ალექსეი საზანოვმა განუცხადა.

მისი თქმით, იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადის ზრდის მიზანი ადგილობრივი მწარმოებლების სტიმულირებაა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მევენახეთა და ღვინის მეწარმეთა ასოციაციამ სახელმწიფოს ღვინის იმპორტის შეზღუდვის ინიციატივით მიმართა, რაც არამეგობრული სახელმწიფოებიდან ღვინის იმპორტის აკრძალვას მოიცავდა.

საზანოვის თქმით, გადასახადის გაზრდის განხილვაში ფედერაციის არაერთი უწყება, მათ შორის ფინანსთა და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროები მონაწილეობენ.

„ჩვენთვის მთავარია, იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადის ოდენობის შესახებ დაბალანსებული გადაწყვეტილება შევიმუშაოთ, რომელიც მომხმარებლისთვის ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს. ის პარამეტრების, რომლებიც ახლა განიხილება ჩვენი შეფასებით რუსულ ბაზარზე ღვინის სტაბილურობას შეინარჩუნებს“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და დასძინა რომ ბაჟის გაზრდის გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიიღონ.

ცნობისთვის: საქართველო 5 თვის მონაცემებით, რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა და იტალიას გაუსწრო. კერძოდ, საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი, იტალიიდან კი 23,36 მლნ ლიტრი ნატურალური ღვინო შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები