მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში ინფლაცია დაჩქარდა

რუსეთი / ინფლაცია

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მარტიდან აპრილამდე პერიოდში 5.95 პროცენტამდე გაიზარდა. უწყების მონაცემებით, წინა საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 5.86%-ის დონეზე ფიქსირდებოდა, ანუ ზრდა საგრძნობია.

სასურსათო პროდუქტების სეგმენტში ფასები 0.17 პროცენტით გაიზარდა, სადაც ხილსა და ბოსტნეულზე ღირებულების 0.18-პროცენტიანი მატება აღირიცხა. არასასურსათო საქონლის ჯგუფში ფასების ზრდამ 0.1 პროცენტი შეადგინა. მომსახურების სექტორში ტარიფები 0.39 პროცენტით შემცირდა.

უწყების განმარტებით, მიმდინარე მონაცემები ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ საერთო ტენდენციას ასახავს.

ექსპერტების შეფასებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს და რეალური ინფლაცია რუსეთში გაცილებით მაღალია, ვიდრე დასახელებული 6 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები