მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ინფლაცია იზრდება

ექსპორტი

რუსეთის ფედერაციის მასშტაბით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი იმატებს. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 8.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ცენტრალური ბანკის სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს.

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რეალური ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია. ამ მოსაზრებას ამყარებს ის მოცემულობაც, რომ ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 21%-ს შეადგენს, რაც, წესით, 8.5%-იანი ინფლაციის პირობებში, უჩვეულოდ მაღალია.

თუკი ფინანსთა სამინისტროს განმარტებას დავუჯერებთ, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია და ფინანსური რისკები მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საპირისპირო მოცემულობაზე მიუთითებს, რადგან რუბლი 2022 წლის ანტირეკორდულ ნიშნულამდეა გაუფასურებული და ამჟამად ერთი დოლარის კურსი 118 რუბლს აღწევს.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, ქვეყანაში ყველა იმ ტიპის საქონელი მკვეთრადაა გაძვირებული, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით დრამატული ზრდა კი ტექნიკის და ავტომობილების მიმართულებით ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები