მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ინტერნეტის მასიური შეფერხებაა

რუსეთი

რუსეთში ინტერნეტის მასიური შეფერხება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო bfm.ru ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთში ბანკების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების და ინტერნეტ სერვისების მუშაობაში მასიური შეფერხება დაფიქსირდა. ამას მოწმობს მონიტორინგის საიტის Downdetector-ის მონაცემებიც.

მომხმარებლები ვერ სარგებლობენ ინტერნეტ ბანკებით, ასევე ჩივიან Google, Yandex, VKontakte, RuTube და სხვა სერვისების მიუწვდომლობის შესახებ. პიკში საჩივრების რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა. მოსახლეობა ჩიოდა სახლისა და მობილური ინტერნეტის პრობლემებზე, ასევე ინტერნეტ ტელევიზიის პრობლემებზე. ასევე იყო კითხვები Google-ზე წვდომასთან დაკავშირებითაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები