რუსეთში, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.
„მტრის ძალების მიერ რეგიონში შესვლის შედეგების აღმოსაფხვრელად მივიღე გადაწყვეტილება, კურსკის რეგიონში 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადო.
ჩემი ხელმძღვანელობით, ოპერატიული შტაბი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. სიტუაციას პირადად ვაკონტროლებ. კურსკის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას ვიღებთ“, – აღნიშნავს სმირნოვი.