მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ლიმონათის ქართულ ბრენდ „ნატახტარის“ წარმოება დაიწყო - RBC

ნატახტარი

ლუდსახარში კომპანია AB InBev Efes-მა რუსეთში, ლიმონათის ქართული ბრენდის „ნატახტარის“ წარმოებას დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია RBC კომპანიიდან მიღებული განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქართული ლიმონათის წარმოება ივანოვსა და ომსკში კომპანიის მფლობელობაში არსებულ ქარხნებში მოხდება.

კომპანიაში ამ გადაწყვეტილებას, ლოკალურად არაალკოჰოლური გაზიანი სასმელების კატეგორიაში მოთხოვნის ზრდით ხსნიან. მათი შეფასებით, 2022 წლიდან სეგმენტი მოცულობით 7%-ით, ხოლო ღირებულებაში 30%-ით გაიზარდა. AB InBev Efes გენერალური დირექტორის ნიკოლაი ტურნიკოვის თქმით, რუსეთში „ნატახტარის“ ბრენდის წარმოების დაწყება მომხმარებლისთვის მის ხელმისაწვდომობას გაზრდის. „საგადასახადო და აქციზის გადასახადის დამატებითი შემოსავლები ბიუჯეტში წლიურად 1 მლრდ რუბლს შეადგენს“, - აცხადებს გენერალური დირექტორი.

RBC წერს, რომ საქართველოში „ნატახტარის“ წარმოება კომპანია „ლომისმა“ 2005 წელს დაიწყო და სოფელ ნატახტარში მდებარეობს. 2008 წელს წარმოება სრულად თურქულმა კომპანია Anadolu Efes-მა შეიძინა. „ნატახტარის“ ბრენდით კი საქართველოში ლუდიც იწარმოება.

რუსეთის წარმოების ხაზში 4 სახის - მსხლის, ტარხუნის, საფერავის და ფეიხოას ლიმონათი იქნება. სასმელი შუშის ბოთლში 0.5-ლიტრიან და 1 და 1.5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში ჩამოისხმება.

„ცალკეული წარმოების შექმნა, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მოცულობებს გააუმჯობესებს, ასორტიმენტს გააფართოებს და პროდუქციის საფასო დიაპაზონის მოქნილობის შესაძლებლობას გააჩენს. ამან შეიძლება დამატებითი კონკურენტული უპირატესობების შექმნას“, - ასე შეაფასა კომპანიის გადაწყვეტილება წარმოების ლოკალიზების შესახებ რუსეთის წვენების, წყლის და სასმელების მწარმოებელთა კავშირის გენდირექტორმა. AB InBev Efes-ში ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთში „ნატახტარის“ ლიმონათის წარმოების დაწყება ქვეყნის მასშტაბით მიწოდების სტაბილურობას უზრუნველყოფს. რუსეთში წარმოებული „ნატახტარი“ გაყიდვაში გაზაფხულის ბოლოს ჩაეშვება.

RBC ადგილობრივ ანალიტიკურ კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში უალკოჰოლო გაზიანი სასმელების კატეგორიაში 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, „ნატახტარის“ წილი 0.6%-ია, თუმცა ამასთან ბრენდი კატეგორიის TOP-20-ეულშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები