მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში მზესუმზირის ზეთი გაიაფდა - Interfax

60759387849a2
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.21 19:00
1914
რუსეთში მზესუმზირის ზეთზე ღირებულება 1 ტონაზე 4 825 რუბლით (62.5 დოლარით) 113 350 რუბლამდე (1 469.7 დოლარამდე) შემცირდა. ამის შესახებ Interfax კონსალტინგკომპანია Sovecon-ზე დაყრდნობით წერს.

ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მზესუმზირის ზეთის გაძვირების პერიოდი დასრულდა და რუსეთში ზეთზე ფასები უახლოეს კვირებში, დიდი ალბათობით სტაბილური იქნება.

გამოცემის ცნობით, 2021 წლის დასაწყისიდან რუსეთში ზეთის ღირებულება პირველად შემცირდა. დღემდე პროდუქტზე საექსპორტო კვოტების დაწესების პარალელურად ზეთი 40%-ით გაძვირდა. აპრილის დასაწყისში კი 1 ტონა ზეთის ღირებულებამ 118 175 რუბლი (1 531.4 დოლარი) შეადგინა.

მარტის დასაწყისიდან კი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო ფასმა შემცირება დაიწყო. რამდენიმე კვირაში მზესუმზირის ზეთის ფასი, სოიოს და პალმის ზეთის ბაზრის შესუსტების ფონზე 200 დოლარით 1 495 დოლარამდე შემცირდა.

„გარდა ამისა, ფასების კორექტირებაზე გავლენა რუსულ ზეთზე ექსპორტის გადასახადის საკითხში სიცხადის შეტანამაც იქონია. დარგის მონაწილეები საბაჟო გადასახადის უფრო ადრეული პერიოდიდან ამოქმედებას ელოდნენ, რაც კვოტირების მექანიზმს ამყარებდა. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მცურავი საბაჟო გადასახადი 70%-ის ოდენობით 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და 2022 წლის 1 სექტემბრამდე იქნება ძალაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: რუსეთში 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე მზესუმზირის ექსპორტისას საბაჟო გადასახადი ღირებულების 50%-ს შეადგენს, თუმცა 1 ტონაზე არანაკლებ 320 დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზეთის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან 4.8 მლნ დოლარის ღირებულების 3 624.7 ტონა ზეთი შევიძინეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები