მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთთან მოძრაობა შეჩერებულია

რკინიგზა

ვორონეჟის ოლქში ევდაკოვო-საგუნის სარკინიგზო ხაზზე მომხდარი აფეთქების გამო, რიგი მიმართულებებით სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, „პირველადი ნიშნებიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქმე „ტერორიზმის“ მუხლით აღიძრას. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია სარკინიგზო ხაზის 4 შპალა და რელსი. დაზარალებულები არ არიან.

ვორონეჟის ოლქში მომხდარი აფეთქების გამო ოკუპირებული აფხაზეთისა და ყირიმის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა შეჩერებულია.

რუსეთის სარკინიგზო ხაზების შვილობილი კომპანია ასევე იტყობინება, რომ გაჩერებულია 21 მატარებელი, რომელიც ადლერის, ნალჩიკის, ანაპის მიმართულებით მოძრაობდა.

„მატარებლის შემადგენლობების ბრიგადები მგზავრებს ყველანაირ დახმარებას უწევენ“, - აცხადებენ კომპანიაში.

მატარებლების გადაადგილება ასევე შეჩერებულია სოსნოგორსკის, კისლავოდსკის, ეკატერინბურგის, მოსკოვის, ვოლოგდის, სანკტ-პეტერბურგის, მურმანსკის და ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები