მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში, შესაძლოა, მესინჯერებში დარეკვა აიკრძალოს

Facebook Messenger

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ინტერნეტის რეგიულირებას აგრძელებს. ამჯერად, რუსეთში მესინჯერებში ზარების აკრძალვას განიხილავენ, რაც თაღლითების გააქტიურებას უკავშირდება.

რუსული “კომერსანტის” ინფორმაციით, ქვეყნის ციფრული განვითარების სამინისტრო და “როსკომნადზორის” სახელით ცნობილი ადგილობრივი კომუნიკაციების სააგენტო ნორმატიულ აქტებს ამზადებენ, რომლითაც მესინჯერებში ხმოვანი ტრაფიკის აკრძალვა იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ამჟამად ორი სცენარი განიხილება, მათ შორის უცხოეთიდან მომავალი ზარების აკრძალვა ან მესინჯერების შიგნით ყველა ტიპის ზარების აკრძალვა.

როგორც რუსულ სატელეკომუნიკაციო კომპანია “მეგაფონში” ამბობენ, მესინჯერებში განხორციელებულ ზარებში თაღლითური ზარების წილი ბოლო დროს 40%-მდე გაიზარდა, როცა სამი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1%-ის ტოლი იყო. კიბერუსაფრთხოების ადგილობრივი კომპანია “ინფორმზაშიტას” დათვლებით კი, თაღლითური ზარების 70% საზღვარგარეთიდან, ანუ რუსეთის ტერიტორიის გარედან ხორციელდება, მაგრამ კონკრეტული ქვეყნების დასახელება ტექნიკურად და ტექნოლოგიურად შეუძლებელია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, თუკი ის მართლა იქნება მიღებული, პოლიტიკური მოტივებით იყოს მოტივირებული. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ბევრი უცხოური კომპანიის აპლიკაციები შეიზღუდა, ხოლო უდიდესი სოციალური ქსელების მფლობელი META საერთოდაც ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. ამგვარად, მესინჯერებში დარეკვის აკრძალვის უკან, შესაძლოა, “როსკომნადზორის”, ანუ რუსული სახელმწიფოს პოლიტიკური მიზნები იდგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები