მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში, შესაძლოა, საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტი გაამარტივონ

რუსეთი

საქართველოდან რუსეთში კონიაკის დისტილატის იმპორტი, შესაძლოა, გამარტივდეს. მიზანი რუსეთის ფედერაციაში ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის დეფიციტის აღმოფხვრაა. ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს საპასუხოდ "როსალკოგოლტაბაკოკონტროლის" მიერ გაგზავნილ პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში რუსული კონიაკის მწარმოებლების შეუფერხებელი წარმოების უზრუნველყოფა სურთ, რომლებსაც გეოპოლიტიკური მიზეზების გამო ნედლეულის იმპორტის პრობლემები აქვთ.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოდან კონიაკის დისტილატის შემოტანის გამარტივება მთავრობაში განიხილება.

გამოცემის ცნობით, რუსეთში კონიაკის დისტილატის დეფიციტია, რამეთუ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის 70% იმპორტირებულია. "როსალკოჰოლტაბაკოკონტროლის" სამსახურში ამბობენ, რომ ამ პრობლემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბიზნესიდან მიიღეს. მაშინ "სოიუზკონიაკი"
საქართველოდან დისტილატის შემოტანის გამარტივებას ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები