მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში, შესაძლოა, Whatsapp-ი და Telegram-ი აკრძალონ

ვოცაპი და ტელეგრამი

რუსეთში Whatsapp-ის მუშაობის შენელება დაიწყო, - ამის შესახებ "პარლამენტის გაზეთს" დუმის წევრმა, ანტონ ნემკინმა განუცხადა. მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი, შესაძლოა, Whatsapp-ის საბოლოო დაბლოკვა იყოს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ნემკინმა აღნიშნა, რომ WhatsApp-ის შენელება ინტერნეტ სივრცეზე კონტროლის გაზრდით და რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობით არის განპირობებული.

ამასთან, ანტონ ნემკინმა განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლებლობა აქვს, მთლიანად დაბლოკოს Telegram-ი.

"არ დაგავიწყდეთ, რომ ექვს წელიწადში ტექნოლოგიურად დიდ პროგრესს მივაღწიეთ. ახლა შესაძლებლობა გვაქვს, სრულად დავბლოკოთ Telegram. ვფიქრობ, რომ ეს არ გამოვა", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები