მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში Youtube აღარ იხსნება - Meduza

youtube

რუსეთის ტერიტორიაზე ვიდეოპორტალი Youtube აღარ იხსნება,- ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო გამოცემა Meduza ავრცელებს.

საიტებისა და სერვისების მუშაობის მონიტორინგის ვებგვერდზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობასთან დაკავშირებით, მოსკოვის დროით 11:20 საათისთვის, 5 ათასზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრების უმეტესობა - 21%, მოსკოვიდან იყო. იმავე წყარომ, ჯერ კიდევ ივლისში გამოავლინა ფაქტი, რომ რუსეთში YouTube-ის შენელება ფედერალური ცენზურის მუშაობის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ Downdetector-ის სერვისის მასალების თანახმად, YouTube-ის მუშაობის შეფერხება სხვა ქვეყნებში არ დაფიქსირებულა.

Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთში, ბოლო კვირების განმავლობაში YouTube-ი შეფერხებით მუშაობდა. გამოცემის წყაროს ცნობით, ეს გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეანელონ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობა. გამოცემას ინდუსტრიის წყარომ დაუდასტურა, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელოვნურად თრგუნავს YouTube-ს სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით, რომელიც დამონტაჟებულია ტელეკომის ოპერატორების ქსელებში და აკონტროლებს ფედერალური ცენზურის Roskomnadzor-ს.

Meduza-ს წყაროს თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენ ხანს გეგმავს რუსეთის ხელისუფლება YouTube-ის შენელებას. სტრიმინგის სერვისზე მობილური წვდომა ძირითადად ხელუხლებელია, თუმცა გარკვეული „დეგრადაცია“ ფიქსირდება. ინტერნეტმომხმარებლებიც და ტელეკომის კომპანიები მოვლენების განვითარებას ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები