მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობის გავლენა კანდიდატის სტატუსზე - რას წერს Fitch-ი?

63d4eff946dad
მარიამ ვარადაშვილი
28.01.23 14:07
1005

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.

სააგენტო ქვეყნის მაკროეკონომიკური ფაქტორების შეფასებასთან ერთად, საქართველოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებზეც წერს. 

"საქართველოს მთავრობის მცდელობა, დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობები, პოტენციურად კიდევ უფრო ართულებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზანს", - აღნიშნულია Fitch Ratings-ის ანგარიშში.

კერძოდ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია წერს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჩაურთულობით მოუგვარებელი კონფლიქტების გამო, საქართველოს გეოპოლიტიკური რისკები აქვს. მთავრობის ძალისხმევამ, მოაგვაროს რუსეთთან ურთიერთობა, პოტენციურად შესაძლოა, უფრო გაართულოს ქვეყნის მიზანი, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

2022 წლის ივნისში ქვეყანამ ვერ მიიღო სტატუსი და ევროკავშირმა პრიორიტეტული რეფომების ჩამონათვალი განუსაზღვრა, რაც გულისხმობს სასამართლო, პოლიტიკური რეფორმების გატარებასა და ოლიგარქის გავლენის შემცირებას. 

უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. მოთხოვნები გულისხმობს სასამართლოს რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას და სხვა. აღნიშნული რეფორმების ჩამონათვალი საქართველოს ევროკომისიამ განუსაზღვრა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები