2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტის ზრდა 3.8% იყო 580.2 მლნ აშშ დოლარამდე, იმპორტი კი, უცვლელად დარჩა და 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
bm.ge გთავაზობთ პროდუქციის ჩამონათვალს, რა ვიყიდეთ და გავყიდეთ წელს რუსეთში.
TOP-10 საექსპორტო პროდუქტი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $161.2 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $128.8 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $68.1 მლნ;
- ტკბილი გაზიანი სასმელები - $53.4 მლნ;
- ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 32.4 მლნ;
- სხვა ახალი ხილის ნაყოფები - $28.3 მლნ;
- დაკონსერვებული ხილი ან ბოსტნეული - $23.06 მლნ;
- სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები - $9.3 მლნ;
- ელექტრული წყალგამახურებლები - $8.03 მლნ;
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - $7.3 მლნ.
TOP-10 იმპორტირებული პროდუქტი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $438.2 მლნ;
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - $122.06 მლნ;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $82.4 მლნ;
- ხორბალი და მესლინი - $62.8 მლნ;
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - $39.07 მლნ;
- ბოცები და ბოთლები - $36 მლნ;
- მზესუმზირას ზეთი - $34 მლნ;
- ცოცხალი ღორები - $26.2 მლნ;
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $22.1 მლნ;
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - $21.1 მლნ.