რუსი ინვესტორების ჯგუფი ქვეყნის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ სასამართლოს კოლექტიური საჩივრით მიმართავს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამოცხადების დღეს, ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმეჯერ შეზღუდა მოსკოვის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესია და რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ, მოკლე პერიოდით ისევ აღადგინა ვაჭრობა.
ინვესტორები აცხადებენ, რომ ამ ქმედებით ცენტრალურმა ბანკმა კონკრეტული ინდივიდების პირადი ინტერესები დაცვა და მათ ტრანზაქციების გატარების უფლება მისცა, სხვა ინვესტორებმა კი ბირჟის მკვეთრი დაცემით ფინანსური ზარალი მიიღეს.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ომის დაწყების შემდეგ MOEX-ზე ვაჭრობა გარკვეული შეზღუდვებით მიმდინარეობს, რაზეც ინვესტორები ამბობენ, რომ ეს საბაზრო პრინციპების დარღვევაა, რითაც ცენტრალური ბანკი საფონდო ბირჟას აზრს უკარგავს.