მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსი ოკუპანტები ნაქურდალით ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქში დაკავებული პოზიციებიდან გადიან - უკრაინის გენშტაბი

631e1210a9fb2
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.22 20:52
1188
სამხრეთით და ხარკოვის რეგიონში გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, რომელიც აგვისტოს ბოლოს დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინული ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, რუსი ოკუპანტები თავის პოზიციებს თმობენ და ნაქურდალით დროებით დაკავებული ტერიტორიების სიღრმისკენ ან რუსეთის ტერიტორიაზე გადადიან.

გენშტაბის ცნობით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ კერძოდ 150-მდე რუსმა სამხედრომ 2 ავტობუსით, ერთი სატვირთოთი და 19 მოპარული მსუბუქი ავტომობილით ხარკოვის ოლქის ბორშევოი და არტემოვკა დატოვეს. „ასეთივე მდგომარეობა შეინიშნება ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში. „ოკუპანტებმა საჩქაროდ დატოვეს დასახლებული პუნქტი 4 სატვირთო ავტომობილით, 20 ჯავშანმანქანით და 20-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი მოჰპარეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხერსონის ოლქში კი ოკუპანტებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში თავისი პოზიციები დათმეს. გენშტაბის ინფორმაციით, ცოცხალ ძალაში დიდი დანაკარგის გამო, რუსმა დამპყრობლებმა ნოვაია კახოვკაში ცენტრალური საქალაქო საავადმყოფოდან ადგილობრივები გამოყარეს და მას თავისი ჯარისკაცებისთვის იყენებენ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 2000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. გენერალური შტაბი ათობით დეოკუპირებული სოფლის შესახებ იუწყება. 8 სექტემბერს ცნობილი გახდა ბალაქლეას აღების შესახებ, დასავლური მედია წერს იზიუმის განთავისუფლების შესახებ, ბრძოლა გაგრძელდა კუპიანსკში, რომელიც ოკუპანტების მნიშვნელოვანი სარკინიგზო დამაკავშირებელს წარმოადგენდა.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანას გადაჯგუფებას უწოდებენ - დამარცხებული ძალები, სავარაუდოდ, დონეცკის მიმართულებით გავლენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები