მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი სამხედროები კიევის ერთ-ერთ რაიონში იმყოფებიან - უკრაინის თავადაცვის სამინისტრო

62189bb561b40
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.22 12:58
1020
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ კიევის რაიონ ობოლონში რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი მოქმედებს. უწყების განცხადებამდე ამის შესახებ თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერდნენ.

„მოქალაქეებს ვთხოვთ ტექნიკის გადაადგილების შესახებ მოგვაწოდონ ინფორმაცია. მშვიდობიან მოსახლეობას ვთხოვთ გამოიჩინონ სიფრთხილე, არ გამოვიდნენ სახლებიდან!“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში მოქალაქეებს მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად მოლოტოვის კოქტეილების მომზადებას სთხოვენ.

BBC-ის კორესპონდენტი იუწყება, რომ ობოლონის რაიონში მუდმივად აფეთქების ხმა ისმის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები