უკრაინაში ქალაქ ირპენში რუსეთის ჯარებმა New York Times-ის ყოფილი ჟურნალისტი ბრენტ რენო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს. მისივე თქმით, დაჭრილია კიდევ ორი ჟურნალისტი. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას New York Times-იც ავრცელებს. რომლის მიხედვითაც ბრენტ რენო გაზეთში ბოლოს 2015 წელს მუშაობდა. New York Times-ის ინფორმაციით, პრესის დამდასტურებელი აიდი რომელიც ჟურნალისტს თან ჰქონდა წლების წინ გაიცა. უცნობია, თუ რომელი მედიისთვის მუშაობდა ამერიკელი ჟურნალისტი უკრაინაში დღეს.




























