მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველი გადაიკეტა - პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "დაიბრუნე ხმა" მიმდინარეობს

აქცია

თბილისში, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით - "დაიბრუნე ხმა". პროტესტის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციაზე სიტყვით საზოგადოების წევრები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოდიან.

მსვლელობა დედაქალაქის რამდენიმე წერტილიდან პარლამენტისკენ რამდენიმე საათის წინ დაიწყო.

საპროტესტო მსვლელობა "ჩემი ხმის", სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების მიერაა ორგანიზებული. ისინი საზოგადოებას მოუყვებიან იმ ფაქტების შესახებ, თუ როგორ გააყალბა ხელისუფლებამ ამომრჩევლების ხმები.

მარშს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები და მათი მხარდამჭერებიც უერთდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები