სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ლოზუნგით - "დაიბრუნე ხმა" პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ. საპროტესტო მსვლელობა "ჩემი ხმის", სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების მიერაა ორგანიზებული. ისინი საზოგადოებას მოუყვებიან იმ ფაქტების შესახებ, თუ როგორ გააყალბა ხელისუფლებამ ამომრჩევლების ხმები.
აქცია ვაკის პარკთან დაიწყო. საპროტესტო მსვლელობით მარშს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები და მათი მხარდამჭერებიც უერთდებიან.