აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მოქალაქეები ლოზუნგით - "საქართველოს გაუმარჯოს", აქციას "რუსულ კანონს" წინააღმდეგ მართავენ.
ამასთან, "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ.
მომიტინგეთა ნაწილი მსვლელობით აბაშიძის ქუჩაზე მიემართება. ადგილზე პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აბაშიძეზეც შეზღუდულია.