მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პროტესტის მე-6 დღე

რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, კვლავ აპროტესტებენ.

დღეს, აქციის მე-6 დღეა და სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეების დარბევის მიუხედავად მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

გუშინ სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის, წყლის ჭავლით და გაზის კაფსულებით, დაშლა ნაადრევად 19:35 საათიდან დაიწყო. . თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ აქცია თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თავიდანვე დაეწყოთ ღონისძიება და გამოეყენებინათ ძალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები