რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია. მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ეხება.
ხალხი ამ წუთში პარლამენტთან იკრიბება.
როგორც მოქალაქეები ამბობენ "ახლა აქციაზე დგომა ქვეყნის სამსახურში დგომას ნიშნავს".