რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით მოქალაქეები შეუერთდნენ.
დღეს პროტესტის 138-ე დღეა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.




























