მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე 23-მდე ადამიანი დააკავეს

სს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23-მდე ადამიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ.

აქცია თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.

მათ რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დღის ბოლოს აქციის მონაწილეთა ნაწილმა თეატრალურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლა, სადაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს, ადგილზე პოლიციამ რამდენიმე პირი, სულ მცირე აქციის სამი მონაწილე დააკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები