რუსთაველზე, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე პოლიციამ მოქალაქე ვაჟა ბერიშვილი დააკავა, რაც სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას უკავშირდება.
მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროევროპული პროტესტის 342-ე დღესაც გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ მოძრაობა აღადგინა. მოქალაქეები პროტესტს პარლამენტის წინ, ტროტუარზე აგრძელებენ.
განახლება: პოლიციამ კიდევ ერთი მოქალაქე, პოეტი პაატა შამუგია დააკავა.























