მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავის ფოლადი": პანდემიამ გაყიდვები გაანახევრა

5ec6a6cd965f0
ანი ციხისთავი
21.05.20 22:00
1221
“რუსთავის ფოლადი” საგანგებო ვითარების პირობებშიც სრული დატვირთვით მუშაობდა. ქარხანაში არც დასაქმებულების რიცხვი შეცვლილა. ამის შესახებ ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ მელიქიძემ განაცხადა.

“გავითვალისწინეთ ახალი რეგულაციები, თუმცა არ შეგვიჩერებია მუშაობა. ასევე, არანაირი შეფერხება პანდემიის გამო ექსპორტის პროცესს არ დამუქრებია”, – აღნიშნა მან.

“თანამშრომლების ტრანსპორტირებაში მერია დაგვეხმარა. მათი ავტობუსები ვიქირავეთ და წესების დაცვით გადაგვყავს დასაქმებულები. ეს არ ყოფილა მცირე ხარჯი, თუმცა გვიღირდა, რადგან წარმოების შეჩერებას ნამდვილად სჯობდა”,- დასძინა არჩილ მელიქიძემ.

ყველაზე დიდი პრობლემა საწარმოსთვის, პანდემიიის გამო ქვეყანაში და საზღვარგარეთ მშენებლობების შეჩერება გახდა. არჩილ მელიქიძეს თქმით, საწარმოს გაყიდვები თითქმის განახევრდა, რადგან ფოლადის ძირითადი მომხმარებელი სამშენებლო სექტორია და მშენებლობების პროცესის გაჩერება დიდი დარტყმა აღმოჩნდა კომპანიისთვის.

“ბაზარი ნაბიჯ-ნაბიჯ ცოცხლდება, ფაქტია, მშენებლობებიც აღდგა და გაყიდვებიც ნელ-ნელა იზრდება. უკვე დაახლოებით 80%-ით აღდგა და მალე ველოდებით, რომ სრულად დაუბრუნდება ძველ ნიშნულს”,- აცხადებს ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები