მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს გამოსაშვებ ალბომებს უფასოდ დაურიგებენ - ბიუჯეტი 47 970 ლარია

64510c438784a
ინგა მურუსიძე
02.05.23 17:21
576
რუსთავში, ბაღების აღსაზრდელებისთვის გამოსაშვები ალბომებს დაამზადებენ. ალბომების დასამზადებლად ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა.

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 47 970 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, უნდა დამზადდეს 1845 ცალი ბაღის გამოსაშვები ალბომი.

ალბომის აღწერა:

ილუსტრირებულ გარეკანზე - წინა მხარეს აღსაზრდელის პორტრეტი, უკანა მხარეს ჯგუფის საერთო ფოტოსურათი; 1-2 გვერდებზე აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯგუფური ფოტოსურათები გაფორმებული ილუსტრაციებით, 3-4 გვერდებზე ჯგუფის აღსაზრდელთა პორტრეტები სახელის და გვარის მითითებით, ასევე ილუსტრაციებით.

ალბომის საბოლოო დიზაინი (გაფორმება) შეთანხმდება შემსყიდველთან.

სატენდერო პირობების თანახმად, ფოტოგადაღება და დამზადებული ალბომების მიწოდება განხორციელდება გაერთიანების 21 ფილიალში.

ტენდერში განაცხადების მიღება 20 აპრილს დასრულდა და მასში გამარჯვებულად ერთადერთი კანდიდატი, ფ/პ გიორგი გაბიდაური გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.