მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში 10 ივნისიდან იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდება

სს
07.06.24 19:20
938

იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 10 ივნისიდან მომხმარებელთათვის სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდება.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სერვისების მისაღებად მომხმარებლებმა უნდა მიმართონ დროებით ფილიალს მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი №89 („რუსთავი მოლის“ შენობა).

მათივე ცნობით, დროებითი ფილიალი მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.რუსთავში, მეგობრობის გამზირის №29-ში მდებარე ფილიალი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას არ იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები