მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდა

იუსტიცია

იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. მათი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების შედეგად სრულად განახლდება მომსახურების სივრცე, სერვისების მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით, შეიცვლება სივრცის დაგეგმარება, გაფართოვდება მომსახურების დარბაზი და გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

სარემონტო სამუშაოების პარალელურად, მომხმარებლისთვის სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით, რუსთავის იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდა. სასურველი სერვისის მისაღებად, მომხმარებლებმა იუსტიციის სახლის ფილიალს უნდა მიმართონ მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი, №89 („რუსთავი მოლის“ შენობა). 500-ზე მეტი სერვისის მიღება მომხმარებელს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, რუსთავში, მეგობრობის გამზირის №29-ში მდებარე ფილიალი არ იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები