მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსულ კანონს" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

საკითხი ოფიციალურად ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, რომელიც 11:45 საათზეა ჩანიშნული, ხოლო სხდომა 12:00 საათზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელი სხდომა რეგლამენტის თანახმად, პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, ხოლო შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გაგრძელდება, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის.

თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ონლაინ მედიის და რადიოს ჟურნალისტები.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა.

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები