ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გმობს ძალადობას პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, - ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება.
"ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნეს გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, ამ კანონთან დაკავშირებით მათი მოსაზრების მიუხედავად“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.