მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსულ Северный ветер-ს ფხენიანთან ფრენების დაწყება სურს

 Nordwind Airlines

რუსულმა ავიაკომპანია Северный ветер-მა როსავიაციას მიმართა ფხენიანში ფრენების ნებართვაზე.

ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Interfax-ი ავრცელებს. რეგულატორისგან ავიაკომპანია კვირაში ორი რეისის შესრულებაზე ითხოვს ნებართვას.

ჩრდილოეთ კორეასთან ამ ეტაპზე რუსეთს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა აქვს, რომელიც როგორც სააგენტო წერს, Covid-19 პანდემიის შემდეგ, პირველად ივნისში განახლდა. უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის ავიაცია სხვა სექტორების მსგავსად, სანქცირებული აღმოჩნდა. აშშ-მა, ევროკავშირმა და კანადამ რუსულ კომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს და ევროპულ მწარმოებლებს რუსულ ავიაკომპანიებზე თვითმფრინავის ნაწილების გაყიდვა აუკრძალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები