მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს – ჯანეტ იელენი

ჯანეტ იელენი

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსული აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს.

იელენის თქმით, დიდი შვიდეულის წევრმა სახელმწიფოებმა ეს თამამი ნაბიჯი უნდა გადადგან და რუსეთის ფედერაცია ამ უსამართლო ომის წამოწყების გამო უნდა დასაჯონ.

როგორც ქვეყნის მთავარი ხაზინადარი აღნიშნავს, გაყინული აქტივების მოცულობა ამჟამად 300 მილიარდ დოლარს აღწევს, ეს თანხა კი საკმარისი იქნება როგორც უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად, ასევე ქვეყნის ინფრასტრუქტურის ნაწილობრივ აღსადგენად და ეკონომიკის გამოსასწორებლად.

იელენის თქმით, ეს ნაბიჯი გამართლებული იქნება როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე მორალური და ადამიანური საზომით.

გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. ამ პოზიციას მხარს უჭერენ როგორც აშშ-ის, ასევე ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, თუმცა საბოლოო კონსენსუსი საკითხთან დაკავშირებით ჯერაც არ არის მიღწეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები