გაერო არ განაახლებს კონტრაქტებს რუსულ ავიაკომპანიებთან, რომლებსაც ვადა მალე ეწურება. მიზეზი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციაა.
რუსულმა ავიაკომპანიებმა გაეროს სამშვიდობო და პოლიტიკურ მისიებთან თითქმის ყველა კონტრაქტი უკვე დაკარგეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რუსი ოპერატორები სამუშაოს ძველი კონტრაქტებით ასრულებენ. ისინი გაეროს სტრუქტურებისთვის საჰაერო ტრანსპორტის ბაზარს 2024 წლის პირველ კვარტალში დატოვებენ.
„რუსული კომპანიების მიერ გაეროს საჭიროებებისთვის საჰაერო აღჭურვილობის მიწოდებაზე კონტრაქტების არ განახლების პრობლემა, სისტემური ხასიათისაა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.