მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ივლისშიც არ იმოქმედებს

რუსული ურალსი

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი ივლისშიც დაშვებული იქნება. 1-ელ მარტს, ფედერაციამ საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს მიღმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ძალაში შესული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ მაისში დროებით შეაჩერა, რისი ვადაც კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა.

№882 დადგენილების მიხედვით აკრძალვის შეჩერება ძალაში 31 ივლისამდე იქნება.

მანამდე ბენზინის ექსპორტის აკრძალვა იგივე წესებით 2023 წლის 21 სექტემბრიდან 2023 წლის 17 ნოემბრამდე მოქმედებდა.

როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციით, აკრძალვის პერიოდმა შიდა ბაზარი საკმარისად გააჯერა.

"ექსპორტის რეგულირებისთვის ადრე მიღებულმა ზომებმა დაამტკიცა მათი ეფექტურობა, რაც საშუალებას გვაძლევს გავაჯეროთ შიდა ბაზარი. შესაბამისად, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა 1 ივლისიდან ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შეჩერება კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივოს.
სამინისტრო ყოველდღიურად აკონტროლებს სიტუაციას, ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე, შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება", - წერია უწყების განცხადებაში.

რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მთავარი მომწოდებელია - შარშან ქვეყანამ შემოტანილ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა.

2023 წელს საქართველომ რუსეთისგან 552.1 მლნ აშშ დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა. მიმდინარე წლის 5 თვეში კი, 210.8 მლნ აშშ დოლარის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები