დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, 2024 წლიდან რუსული ელექტრომატარებელი “ლასტოჩკა” სოჭი-სოხუმის მიმართულებით ივლის. აღსანიშნავია, რომ მატარებელი რეისებს სოჭი-გაგრის მარშრუტზე უკვე ასრულებს. ამასთან, ასლან ბჟანიას თქმით, ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხა გამოიყოფა, რათა გუდაუთის რკინიგზის სადგური აღდგეს.
ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე 2026 წლიდან “ლასტოჩკა” რეისებს ოჩამჩირეშიც შეასრულებს. ცნობისთვის, ოჩამჩირეში რუსეთი საზღვაო სამხედრო ფლოტის განთავსებას გეგმავს.
კითხვაზე: შეძლებს თუ არა აფხაზეთი, მონაწილეობა მიიღოს მურმანსკიდან ირანამდე "უწყვეტი" სარკინიგზო კომუნიკაციის პროექტში, რაზეც პუტინმა ჩინეთში საერთაშორისო ფორუმზე "ერთი სარტყელი, ერთი გზა" ისაუბრა, ბჟანიამ თქვა, მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.