რუსული ბუნებრივი აირი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დიდად მოთხოვნადი პროდუქტი არ არის, შესაძლოა, თურქეთშიც აღარ გაიყიდოს.
მიზეზი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელიც NATO-ს წევრი ყველა ქვეყნისგან, მათ შორის თურქეთისგან მოითხოვს, რომ სრულად შეწყდეს რუსული ენერგეტიკული რესურსების შესყიდვა.
ამასთან, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს ადგილობრივი წარმოების განვითარება და ამერიკიდან თხევადი გაზის იმპორტის გაზრდა სურს, რაც ქვეყანას რუსეთის სრულად ჩანაცვლების საშუალებას მისცემს.
ამჟამად რუსეთი თურქეთის ენერგეტიკული მოთხოვნის 37%-ს აკმაყოფილებს, რაც მას ქვეყნის უმსხვილეს მიმწოდებლად აქცევს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ეს წილი 60%-ს აჭარბებდა.
თუკი თურქეთი მართლაც შეძლებს რუსული გაზის ჩანაცვლებას, მაშინ მოსკოვი კიდევ ერთ სტრატეგიულ ბაზარს დაკარგავს და ის სრულად გახდება დამოკიდებული ორ ქვეყანაზე: ინდოეთსა და ჩინეთზე.




























