მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ჯარები კიევის მიმართულებით გადაადგილდებიან

62188713ccdff
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.22 11:42
1765
უკრაინის ჯარის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ტანკები ჩერნობილის ზონიდან კიევის მიმართულებით გადაადგილდებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უწყებაზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

ტანკების კოლონის შეკავება, ჯერჯერობით, ქალაქის ტიპის დასახლება ივანკოვთან მოხერხდა, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე ტეტერევზე არსებული ხიდი ააფეთქეს.

"ივანკოვი კიევის საზღვრიდან ახლოს მდებარეობს და ამის შემდეგ ვიშგოროდის გავლით კიევზე შეტევის შესაძლებლობა იხსნება“, - წერს „უკრაინსკაია პრავდა“.

CNN და NBC News კი აშშ-ის შტაბების გაერთიანების კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, რუსული ჯარი კიევიდან 32 კილომეტრშია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოადგილის განცხადებით, რუსულმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 ავტომობილის დაპატრონება შეძლეს. რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინული ჯარის ფორმა ჩაიცვეს და დიდი სიჩქარით ობოლონის მხრიდან კიევის ცენტრისკენ გადაადგილდებიან. „მათ მიჰყვებათ რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების კოლონა. ისინი აუცილებლად გაუვნებელყოფილნი იქნებიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე განნა მალიარმა.