მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონი" ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გააუარესებს - ცეზარ ჩოჩელი

ცეზარ ჩოჩელი

„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ იმ რისკებზე საუბრობს, რასაც ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს "რუსული კანონის" მიღება შეუქმნის.

ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება. მისი თქმით ამის იმედს მას, კანონის წინააღმდეგ ერის კონსოლიდაცია უჩენს.

" კანონის მიღებით საკმაოდ ცუდი გარემო შეიქმნება. დღესაც, რომ გითხრათ, მაინცდამაინც დიდ ინტერესს გლობალური და სერიოზული კომპანიები დასავლეთიდან აღარ იჩენენ. იმიტომ, რომ ყველას პრობლემა აქვს რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებასთან და მთავარი, ყველა შემთხვევაში არის სასამართლო, რომელსაც ვაწყდებით ხშირად ინვესტიციების მოძიების დროს.

ასეა, ნებისმიერ ქვეყანაში სადაც უნდა წავიდეთ, ეს საკითხი დგას პირველ ადგილას. დღეს, როდესაც უკვე შემოდის მეორე პრობლემა [რუსული კანონი], რომელზეც გვეუბნება ყველა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო რომ ეს ქვეყანას შეუქმნის პრობლემას და ჩვენ ამას არ ვითვალისწინებთ, ეს გარდა საინვესტიციო გარემოს გაუარებისა კარგს არაფერს მოიტანს. მე, არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ჩამოკიდებული ვიქნებით განვითარებად და ჩვენზე უკან მდგომ ქვეყნებზე. დღეს, ჯერ კიდევ იღებენ ჩვენგან ჩვენზე ბევრად დიდი სახელმწიფოები გარკვეულ მაგალითს და ეს არ უნდა დავკარგოთ.

პირადად მე, არ მგონია, რომ აქამდე მივიდეს საქმე. ძალიან იმედიანად ვარ. მოხდა მთავარი, ერის კონსოლიდაცია, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. არ არის მარტივი 100-120 ათასი ადამიანის შეკრება, ეს მმართველმა პარტიამ ნახა რა რთულია მთელი ადმინისტრაციული, ადამიანური და ფულადი რესურსით, ეს ახალგაზრდები კი, ყოველდღიურად რამდენიმე საათში ახერხებენ", - განაცხადა ჩოჩელმა "წერტილში".