მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონი" უპირობოდ უნდა გაიწვიონ – 100-ზე მეტი NGO

რუსული კანონი

100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღონ რუსული კანონი. მათი თქმით, კანონში ცვლილებების შეტანა ვერ შეცვლის იმ უარყოფით შედეგებს, რასაც ის საქართველოს მოუტანს

“ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული. ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს.

თვეზე მეტია, ქართველი ხალხი რუსული კანონით პუტინის წესების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება. 11 მაისის უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი იაზრებს ამ კანონის მზაკვრულ მიზნებს, არ ეპუება ხელისუფლების მცდელობას, დააშინოს მოსახლეობა და ურყევად იცავს ქვეყნის დასავლურ კურსს. შეისმინეთ ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოების ხმა. ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – წერია სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები