მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული კანონი“ უპირობოდ უნდა იყოს გაწვეული - იურისტი

იურისტი

იურისტი საბა ბრაჭველი მიიჩნევს, რომ „რუსული კანონი“ უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, პარლამენტს რომელსაც სრული საპოლიციო ძალების მობილიზება სჭირდება, რომ პარლამენტის შენობაში შევიდეს, ასეთ მნიშვნელოვან კანონებს არ უნდა იღებდეს.

იურისტის თქმით, მას შემდეგ, რაც „რუსულ კანონს" პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს, მისი დაძლევისთვის პროცედურის ჩანიშვნა არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, წნეხი რაც არის ქართველი ხალხისა და უცხოელი პარტნიორების მიერ აშკარად გამოხატული, იმაში გადაითარგმნოს, რომ თუ ასეთი სხდომა ჩაინიშნა, ჩავარდეს და ამ კანონზე დადებული ვეტო არ იქნას დაძლეული. ხელისუფლებას ურჩიეს, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, შემდეგ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს და ეს ვეტო არ დაძლიონ და ვეტოს დაძლევის სხდომა ჩაინიშნოს 3 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ, რადგან ეს უნდა გააკეთოს ახალმა პარლამენტმა. ეს არ უნდა გააკეთოს პარლამენტმა, რომელსაც სჭირდება სრული საპოლიციო ძალების მობილიზება იმისთვის, რომ შენობაში შევიდეს და იმდენად ეშინიათ გარეთ შეკრებილი ხალხის რომ 67 წამში ამთავრებს კომიტეტის განხილვას. ამ პარლამენტს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია რომ ასეთი სახის კანონებზე იმსჯელოს. ეს კანონი უპირობოდ უნდა იყოს გაწვეული“, - განაცხადა იურისტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსული კანონი“ უამრავი დავის საფუძველს იძლევა და ის სამართლებრივი პროცედურები განმარტა, რაც ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მოხდეს.

„ეს კანონი თუ ხვალ მესამე კენჭისყრით მიიღეს, 2-კვირიანი ვადა იქნება ვეტოსთვის და ვეტოს დადების შემდეგ ხელისუფლებას შეუძლია ჩანიშნოს ან არ ჩანიშნოს ვეტოს დაძლევის პროცედურა, მაგალითად ასეთ პროცედურა არ ჩანიშნულა „კარვების კანონის“ შემთხვევაში, როცა პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი არ მოქმედებს. იმისთვის, რომ ვეტო დადებული კანონი ამოქმედდეს უნდა ჩაინიშნოს სხდომა, რომლის ვადა არ არის შეზღუდული და ვეტო უნდა დაიძლიოს“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტზე საკონსტიტუციო დავის დაწყების ვადებს, იგი ამ პროცედურებს შემდეგნაირად განმარტავს:

„ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ფაქტის განხილვის გრძელი ვადები აქვს,ფაქტობრივად დავებს ვადა არ აქვთ. გვაქვს 6, 8-წლიანი დავებიც, რომლებზე გადაწყვეტილება დღემდე გამოტანილი არ არის. ამიტომ უფრო ადეკვატური და ლოგიკური იქნება რომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ, დროებითი კომისიების გამოყენებისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, როცა აქციაზე გამოსულ ადამიანებს ვხედავ რომლებიც უბრალოდ არ იღლებიან არ ეშინიათ და არ ეზარებათ რომ საკუთარი ევროპული მომავალი დაიცვან, დარწმუნებული ვარ აქამდეც არ მივა საქმე“, - თქმა აბა ბრაჭველმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, 14-დან 28 მაისამდე იქნება სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენის დრო, რასაც ისინი გაითვალისწინებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები