უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. რუსული კანონი უცხოური ძალის გამტარებლად რეგისტრაციას ავალდებულებს ყველა იმ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან.
საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ 400 მილიონი ლარის მოცულობის გრანტი მიიღო. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, საქართველომ დონორებისგან ყველაზე დიდი - 381 მილიონი ლარის დაფინანსება 2020 წელს, პანდემიური კრიზისის დროს მიიღო.
რაც შეეხება, 2024 წელს, ბიუჯეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 130 მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსებას მიიღებს. ბიუჯეტის თანახმად, ეს თანხა მთელი რიგი მიმართულებებით დაიხარჯება, მათ შორისაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების განვითარება, ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა, პროფესიული განათლება და სხვა მიმართულებები. 2024 წელს ყველაზე დიდი მოცულობის - 105 მილიონი ლარის დაფინანსებას ევროკავშირიდან მიიღებს. ამ რიცხვების და სტატისტიკის ფონზე, ქვეყნის მთავრობა მაინც თვლის, რომ საჭიროა ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს უცხოური გავლენის გამტარებლები - იგივე აგენტები ვუწოდოთ. რა გავლენას მოახდენს კანონი ქვეყანაზე, რაც მთავარია მედიაზე და ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე?
სტუმარი: ნათია კუპრაშვილი - “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” დირექტორი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად;