ერთობით აუცილებლად დავამარცხებთ ბოროტებას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! არა ძალადობას! - სწორედ ამ სიტყვებით გამოეხმაურა რუსული კანონის მიღებას რეგიონის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air-ი, რომელსაც ჩვენთვის მრავალფეროვანი მუსიკალური თავგადასავლის მოწყობის მიღმა, ყოველთვის სწორი სამოქალაქო პოზიციითაც გამოირჩევა. სოფო ებრალიძე Tbilisi Open air-ის მედია მენეჯერი არის ჩვენთან ერთად და მასთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. რუსული კანონის გავლენების მიღმა, ცხადია წლევანდელ Open Air-ის გეგმებზეც ვისაუბრებთ, ფესტივალი ხომ წელს თავისუფლების მრავალფეროვნებისა და მუსიკალური თავგადასავლის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.
სტუმარი: სოფიო ებრალიძე - Tbilisi Open Air-ის მედია მენეჯერი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად