მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული კანონის“ გავლენა სტარტაპებზე

რუსულ კანონთან დაკავშირებული მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს ფარგლებს სცდება. ქართველი ემიგრანტები ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონს სხვადასხვა ქვეყანაში აპროტესტებენ. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური აქცია გერმანიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. მესიჯი აქაც უცვლელი იყო - არა რუსულ კანონს და ყველაფერს რაც რუსულია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მთავრობის მიერ მიღებული კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. კანონის გავლენა რომ ბევრად მასშტაბურია ეს არაერთხელ დაადასტურეს, მყარი არგუმენტებით სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა. მათ შორის სტარტაპერებმა. სხვათა შორის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებმა საერთო განცხადებაც გაავრცელეს და დეპუტატ მარიამ ლაშხთან შეხვედრაც მოითხოვეს. რა გავლენა ექნება კანონს სტარტაპების საქმიანობაზე და რა არის ის მთავარი სათქმელი რაც ეკოსისტემის წევრებს აქვთ?

სტუმარი: გიორგი ურუშაძე - Tasteit-ის დამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები