მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" ხელახლა შემოტანით აგვაგდეს - სალომე ზურაბიშვილი

აქციები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში, "რუსული კანონის" ხელახლა შემობრუნებას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებს.

როგორც მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, გაზაფხულზე მასშტაბურმა აქციებმა მაშინ თვითდაჯერების მომენტი შექმნა.

"რუსული კანონის ხელახლა შემოტანით აგვაგდეს, ხომ იცოდნენ რა რეაქცია მოჰყვებოდა?! ეს არის პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი, რომელმაც იცი ფსიქოლოგია, ქართველების ფსიქოლოგიას სწავლობდნენ წლების მანძილზე... ეს მათთვის არის ყველაზე ადვილი და გამოგვაყვანინეს ხალხი...

თუ გახსოვთ, ივანიშვილმა მერე თქვა დაგღლითო... იყო თვითდაჯერების მომენტი, რომელმაც ჩემზე იმოქმედა, რომ ამდენი ხალხი თუ გამოდის ამ კანონზე, ე.ი მობილიზაცია არჩევნებზე იქნება ისეთი, რომ გაყალბებას ნამდვილად აჯობებს", - თქვა პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები