მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება

პარლამენტი

ე.წ გამჭვირვალობის შესახებ "რუსული კანონის" მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

„ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს. დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ორი მოსმენით მიღებულ კანონს პარლამენტი ხვალ, 13 მაისს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები